მკაცრი შეზღუდვების დაწესების მიზეზი არ არსებობს, რადგან ბოლოს დაწესებული შეზღუდვების შედეგები უკვე საგრძნობია და ჯანდაცვის სისტემა გამოწვევებს მდგრადად უმკლავდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. ანგარიშის წარდგენის ბოლოს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მოქალაქეებს მათთვის საინტერესო კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცათ.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 655, საიდანაც, 5 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 393 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 585 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
გორის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს წამოწყებებს, რომელიც მიმართულია საქართველოში ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მსხვერპლთა დაცვის სისტემის მხარდაჭერისკენ.