კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 434 პაციენტი.
ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალს Covid 19-ით ინფიცირება გუშინ დაუდასტურდა. აღნიშნული პირი თბილისის მაცხოვრებელია და ხიდისყურში ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
ინფიცირებული თბილისშია გადაყვანილი და მიმდინარეობს მასთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენა.