თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
მიკროავტობუსში მყოფმა ორმა პირმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. დაშავდა 24 წლის ბიჭი და 25 წლის გოგო.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებად შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება და სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა დასახელდა.