თამაში ,,დინამო არენაზე“ 21 საათზე დაიწყება და იგი სატელევიზიო ეთერით ,,სილქ უნივერსალზე“ და ეროვნული ლიგის ვებ გვერდზე გადაიცემა. შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მატჩები ჯერჯერობით ისევ მაყურებლის გარეშე ტარდება.
თამაში 21 საათზე დაიწყება. სტადიონზე მაყურებელი ჯერჯერობით ისევ არ დაიშვება. გულშემატკივრები კი სატელევიზიო რეპორტაჟის ყურებას ,,სილქ უნივერსალსა“ და ეროვნული ლიგის ვებ–გვერდზე შეძლებენ.
გორის ,,დილა“ საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგის ერთ–ერთი ლიდერი გახდა. გორელები თბილისის ,,დინამოსთან“ ერთად 8–8 ქულით სატურნირო ცხრილში I- II ადგილებს იყოფენ.
თამაში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე, მაყურებლის გარეშე მიმდინარეობს, თუმცა, გორელი გულშემატკივრების ნაწილი მატჩის მიმდინარეობას თვალს სტადიონის გარე პერიმეტრიდან ადევნებს.