

მოლდოვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
ევროპის ჩემპიონი ლევან ღვინიაშვილი (60 კგ.) და რატი ჭიქინაშვილი (80 კგ.) გახდა. სპორტსმენებმა 2-2 ოქროს მედალი მოიპოვეს, როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა მკლავით ჭიდილში, ოთო ხუციშვილი (65 კგ.) კი, ევროპის ვიცე- ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ზემოაღნიშნული სპორტსმენების გარდა, ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა გორელმა ლევან მახათაძემაც. სპორტსმენი პარამკლავჭიდელთა შორის ასპარეზობდა.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 101 მედალი მოიპოვა, რომელთაგან 45 ოქრო, 48 ვერცხლი, 8 კი ბრინჯაოს სინჯისაა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს