აღნიშნული ინფო-ტური გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მხარდაჭერით დაიგეგმა და განხორციელდა.
ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები ევროკავშირის წარმომადგენლებს სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ილურიძემ და ტურიზმის განყოფილების უფროსმა რობერტ მაღლაკელიძემ გააცნეს.