პროექტი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით და გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მხარდაჭერით ხორციელდება.
როგორც ზემოხსენებულ სამსახურში აცხადებენ, ტურისტული ობიექტების გაციფრულების პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, აღნიშნული, მნიშვნელოვნად ზრდის როგორც ტურისტული ობიექტის მონახულების მსურველთა, ასევე, საოჯახო სასტუმროებში სტუმართა რაოდენობას.
ღონისძიების მხარდამჭერები შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და გორის მუნიციპალიტეტის მერია არიან. ღონისძიება არსებული რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება.