საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და რაოდენობა 115-მდე გაიზარდა.
სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები ახორციელებენ. ყველა მოქალაქემ, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5114 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 263 პაციენტი.