

,,გორმედის“ ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას" სამშობიაროში დღეს საკეისრო კვეთით დაიბადა ბიჭუნა წონით - 5.600 კგ.
,,იავნანაში“ აცხადებენ, რომ მშობიარობას, რომელიც საკეისრო კვეთით ჩატარდა, მეან-გინეკოლოგი ვასიკო სიმონია უძღვებოდა.
,,დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ოჯახი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენიდანაა. ახალდაბადებული ბიჭუნა ამ ოჯახის მესამე შვილია, პირველი ორი ბავშვიც ,,იავნანაში" დაიბადა და ორივე საკეისრო კვეთით. ამ წონის ახალშობილი საკმაო ხანია არ დაბადებულა ჩვენთან”, - ამბობს მეან-გინეკოლოგი ვასიკო სიმონია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს