

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში რეგიონიდან გაგზავნილი 132 ნიმუშიდან 6 დადებითია.
„აღნიშნული ექვსი შემთხვევიდან, „ჯიპისი“-ს აფთიაქის კლასტერის 3 კონტაქტია, 1 ინფიცირებული სააფთიაქო ქსელ „ფარმადეპო“-ს თანამშრომელია, 1 პირს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 1 კი - ციციშვილის კლინიკის კლასტერია. ბოლო სამი კვირის განმავლობაში შიდა ქართლში 59 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 18 ინფიცირებულს მკურნალობა სახლის პირობებში უტარდება, დანარჩენები კი კოვიდკლინიკებში არიან მოთავსებულები.
გუშინ 60 ნიმუში გაიგზავნა, აქედან 14 პასუხი უარყოფითია, დანარჩენი ნიმუშების პასუხები კი, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. რეგიონის მასშტაბით 257 პირი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს