2026 წელს, უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირება 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება.
როგორს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ქიმიის კომპონენტი და/ან ფიზიკის კომპონენტი და/ან ბიოლოგიის კომპონენტი) ტესტირება 24 ოქტომბერს ჩატარდება, რაოდენობრივ წიგნიერებაში კი 25 ოქტომბერს გაიმართება.
„თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30. გამოსაცდელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირების ხანგრძლივობა 1 საათი და 30 წუთია.
პრეტესტთან დაკავშირებით ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
საგამოცდო პროგრამების და ტესტურ დავალებათა ნიმუშების ნახვა დაინტერესებულ პირებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ.