კულტურა
07.10.2026 12:47
გორის მერიის მხარდაჭერით, გორში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ დღეიდან იწყება
დღეიდან, 7 ოქტომბერიდან, გორში თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ იწყება და 13 ოქტომბრის ჩათვლთ გაგრძელდება.

ფესტივალს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სპექტაკლით - „ბაკულას ღორები“ გახსნის და წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.

სპექტაკლის რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილია, კომპოზიტორი - გიული დარახველიძე, მხატვარი - გიული ცერაძე.

რაც შეეხება მონაწილეებს, გია როინიშვილი, მზია არაბული, ანა-მარია გურგენიშვილი, პაატა ბარათაშვილი, გოგა პიპინაშვილი, თემო ნატროშვილი, გია აბესალაშვილი, ცოტნე მეტონიძე, ანა მატუაშვილი, ირინა გიუნაშვილი, ზურაბ ყიფშიძე/ზურა გეწაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, დარეჯან ხაჩიძე, დარეჯან ჯოჯუა, ნიკა წერედიანი და გუგა კახიანი წარსდგებიან მაყურებლის წინაშე.

შეგახსენებთ, ფესტივალი - „როტონდა“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და დაფინანსებით ტარდება. პროექტის ფარგლებში გორის გ. ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სხვადასხვა თეატრს უმასპინძლებს და მაყურებელი შვიდი დღის განმავლობაში საუკეთესო და გამორჩეულ სპექტაკლებს იხილავს.

გ. ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 182-ე თეატრალურ სეზონსაც დღეს, 7 ოქტომბერს, გახსნის.
კვირის ამბები