
შაბათს და კვირას, 10-11 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ბოშური „ტანა-თეძმობა 2026“-ს უმასპინძლებს.
სახალხო დღესასწაული, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის სააგენტოს ორგანიზებით ტარდება, ტრადიციულად, წელსაც უამრავ ღონისძიებას მოიცავს.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება კულტურული, გასტრონომიული, სპორტული და გასართობი აქტივობები.
რაც შეეხება კონკრეტულ განრიგს, გთავაზობთ ინფორმაციას, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია და გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის სააგენტო ავრცელებს:
14:00 - ფესტივალის საზეიმო გახსნა, ფოლკლორული ანსამბლები და ქართული ეროვნული ცეკვები, დოლების შოუ და საქსოფონი, იუმორისტული ნომრები
15:30 - მხიარული ანიმატორები, სახეზე ხატვა და ძერწვის მასტერკლასი
16:30 - გასტრონომიული ტური და კულინარიული მასტერკლასები, ტრადიციული კერძების გამოფენა და ქართული ღვინის დეგუსტაცია
მასტერკლასები: მწვადის შეწვა, ჩურჩხელის ამოვლება, პურის გამოცხობა და ხინკლის მოხვევა
18:30 - ცოცხალი მუსიკის საღამო
21:00 - კინოჩვენება ღია ცის ქვეშ
ფურშეტი და საზაფხულო/საკემპინგე აქტივობები
22:30 - DJ (ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები)
12:00 - სათავგადასავლო დილა, ლაშქრობა მარიამის ხევში,
შემეცნებითი ლექცია ბუნებაში, პიკნიკი ღია ცის ქვეშ
15:00 - მხიარული სტარტები და სპორტული აქტივობები
16:30 - სამაგიდო და ინტელექტუალური თამაშები
19:00 - პოეზიის საღამო გიტარისა და ფანდურის აკომპანემენტით
20:30 - სახელოსნო მასტერკლასები: თიხაზე მუშაობა, სანთლების ჩამოსხმა, თაბაშირთან და ეპოქსიდთან მუშაობა
RoboClub: რობოტექნიკის ინოვაციური გამოფენა
22:00 - ფილმის ჩვენება და განხილვა/დისკუსია
23:00 - DJ და ფესტივალის დახურვა
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
ტანა-თეძმობაზე დასწრების მსურველთათვის გორის ცენტრიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, 12:00 საათზე უფასო ტრანსპორტი გავა.
ვიდეო იხილეთ ბმულებზე:
Facebook - https://www.facebook.com/share/v/1EX5aCSHS1/
Youtube - https://www.youtube.com/watch?v=cTMzGt2uYG4