სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მძლეოსნობაში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა
მძლეოსნობაში გორის მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა. აქტივობა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდა და როგორც გოგონათა, ასევე ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება გამარჯვებულებს, გოგონათა შორის გამარჯვებული №12 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. მეორე ადგილზე №4 საჯარო სკოლა გავიდა. №9 საჯარო სკოლის გუნდმა კი ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულა.
ვაჟებს შორის საუკეთესო შედეგი №9 საჯარო სკოლამ დააფიქსირა. მეორე საპრიზო ადგილი №12, მესამე კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის საჯარო სკოლის გუნდებმა დაიკავეს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით იმართება.
შეჯიბრი მუნიციპალურ, რეგიონულ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშების და დასკვნითი თამაშების ეტაპებს მოიცავს.