საინტერესო ამბები
12.10.2026 13:06
12 ოქტომბერი ართრიტის მსოფლიო დღეა
ართრიტის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 12 ოქტომბერს აღინიშნება, რომლის მიზანი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და დროული მიმართვიანობის ხელშეწყობაა.

ართრიტი სახსრების ანთებით მიმდინარე დაავადებაა, რომელსაც შეიძლება ახასიათებდეს სახსრების ტკივილი, შეშუპება, შებოჭილობა და მოძრაობის შეზღუდვა.

როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, დაავადების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია: ადრეული დიაგნოსტიკა და დაავადების სიმპტომების დროული ამოცნობა; ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისა და ეფექტიანი მკურნალობის უზრუნველყოფა; ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ტკივილის შემცირება, მოძრაობისა და ფუნქციური შესაძლებლობების შენარჩუნება; საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, დროული მიმართვიანობის ხელშეწყობა და რევმატოლოგების, ფიზიოთერაპევტების, ექთნების და სხვა სპეციალისტების ერთობლივი მონაწილეობა დაავადების მართვაში.

„დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობების მიუხედავად, დაავადებების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ გვიან ვლინდება ან არასწორად დიაგნოსტირდება, რაც აფერხებს დროულ სამედიცინო ჩარევას და ზრდის ხანგრძლივი ფუნქციური შეზღუდვის რისკს. ამდენად, მნიშვნელოვანია ართრიტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დროული პრევენცია“, - აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
კვირის ამბები