სპორტი
12.10.2026 13:51
ევროპის ჩემპიონატზე გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა ორი მედალი მოიპოვეს
ორი მედლით დაასრულეს გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა ევროპის ჩემპიონატი.

კონტინენტის პირველობა მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში ჩატარდა და ასპარეზობები 17-წლამდელთა შორის მიმდინარეობდა.

ნიკოლოზ ხიზანიშვილი (63 კგ.) ევროპის ჩემპიონი გახდა. სპორტსმენმა ხუთი შეხვედრა წარმატებით ჩაატარა და ოქროს მედალს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ მოკრივე ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელიცაა (2024 წელი).

რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, ლიზა ლობჟანიძის (70 კგ.) ანგარიშზეა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში გორელმა სპორტსმენმა ინგლისის წარმომადგენელს სძლია და ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე მესამე მედალი მოიპოვა.

ნიკოლოზ ხიზანიშვილი გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის წარმომადგენელია (პირადი მწვრთნელი გელა სხირტლაძე), ლიზა ლობჟანიძე კი ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის სპორტსმენია (პირადი მწვრთნელი ბადრი ყულუმბეგაშვილი).
კვირის ამბები