სპორტი
13.10.2026 11:06
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მატჩი 14 ნოემბერს ჩატარდება. თამაში 21:00 საათზე დაიწყება და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

გულშემატკივრებისთვის საქართველო-უნგრეთის თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 19 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენა მსურველებს ონლაინ: BILETEBI.GE-ზე შეეძლებათ. მატჩზე დასასწრებად ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი, რომელთა ფასიც 20-დან 100 ლარამდეა. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეეძლება.
კვირის ამბები