კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ოცდამეცხრე ტურის შეხვედრაში გორის „გორი“ ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება.
საფეხბურთო მატჩი 17 ოქტომბერს ჩატარდება. თამაში 21:00 საათზე დაიწყება და მარნეულის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.
გასული ტურის შეხვედრა გორის გუნდმა მარტვილის „მერანის“ წინააღმდეგ გამართა. თამაში გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
ცნობისთვის, ამჟამად „გორი“ სატურნირო ცხრილში 30 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.