ოქტომბერში გორის მუნიციპალიტეტს 52 415 ვიზიტორი ეწვია - ოფიციალური სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.
ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 3 ნოემბრამდე მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა რაოდენობამ 405 519 შეადგინა, მათ შორის, 310 547 უცხოელია.
მიმდინარე წელს ვიზიტორთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ივნისში დაფიქსირდა, ყველაზე ნაკლები კი - იანვარში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი