

თებერვალში გორის მუნიციპალიტეტს 9 819 ვიზიტორი ეწვია.
მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების დამთვალიერებელთა ოფიციალური სტატისტიკა გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გამოაქვეყნა.
ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 3 მარტამდე მუნიციპალიტეტს 20 373 ვიზიტორი ეწვია, რომელთა უმრავლესობა - 16 754 უცხოელია.
უნდა აღინიშნოს რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე თვეს დამთვალიერებლთა რაოდენობა 342 ადამიანითაა გაზრდილი. 2024 წლის თებერვალში გორის მუნიციპალიტეტს 9 477 ვიზიტორი ეწვია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი