

ქართული ალპინიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გორში ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრა გორის მეხუთე საჯარო სკოლის მოგზაურთა კლუბ „ჰორიზონტის“ და ამავე სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ედიშერაშვილი, ამავე სააგენტოს ტურიზმის განყოფილების უფროსი რობერტ მაღლაკელიძე და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სკოლის მოსწავლეებმა ალპინიზმის ისტორიასა და სასკოლო კლუბის საქმიანობაზე ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების თავისებურებებთან დაკავშირებით, პრეზენტაციაც გაიმართა.
აქტივობის დასასრულს, მონაწილეებს სააგენტოს წარმომადგენლებმა მადლობის სიგელები გადასცეს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს