
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე, გორის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ნავარაუდევია არასტაბილური ამინდი.
სინოპტიკოსების ცნობით, მეტწილად ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექია მოსალოდნელი.
რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს:
15 ოქტომბერს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს, ნალექი შენარჩუნდება 22 საათამდე.
ღამის საათებში მცირე ნალექია მოსალოდნელი გორში 16 ოქტომბერს, დღის საათებში კი გამოიდარებს და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს.
ნაწილობრივ ღრუბლიანი, თუმცა უნალექო ამინდია მოსალოდნელი 17 ოქტომბერს, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი დაფიქსირდება.
ღრუბლიანობა, პერიოდულად წვიმა და საღამოს საათებში ჭექა-ქუხილია ნავარაუდევი გორის მუნიციპალიტეტში 18 ოქტომბერს (უნალექო ამინდი მოსალოდნელია დილის 9-დან 13 საათამდე).
ღრუბლიანობა, +19 გრადუსი და დღის მეორე ნახევარში მცირე ნალექია მოსალოდნელი 19 ოქტომბერს.
20 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და დღისით მხოლოდ +16 +17 გრადუსი დაფიქსირდება, ამავდროულად, აღნიშნული დღეების განმავლობაში, მოსალოდნელია ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექი.