საზოგადოება
23.10.2026 16:00
მომდევნო 10 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო 10 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიკლებს.

რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზსს, სინოპტიკოსების ცნობით, 23-24 ოქტომბერს, გორში, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს.

პერიოდულად ღრუბლიანობა და მცირე ნალექია მოსალოდნელი 25 ოქტომბერს,  ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა გორში +14, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი +9 გრადუსს მიაღწევს.

უნალექო ამინდი და +15 გრადუსია ნავარაუდევი 26,27 და 28 ოქტომბერს.

29 ოქტომბრიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით კი გორის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ღრუბლიანობა და დღის გარკვეულ მონაკვეთებში ნალექია მოსალოდნელი, ჰაერი კი დღისით მხოლოდ 14 გრადუსამდე გათბება.

კვირის ამბები