

გერმანია-საქართველოს ურთიერთობისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, გორში ევროპული საღამო მოეწყობა.
სოციალურ კაფე „სფეისში“ ღონისძიება დღეს, 20 დეკემბერს, 17:00 საათზეა ჩანიშნული.
საღამოს ორგანიზატორების თქმით, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ შემეცნებით და სახალისო აქტივობებში, იმსჯელონ მეწარმეობის და მოქალაქეების როლზე დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანეს გზაზე.
„ღონისძიების მიზანია, გაეცნოთ გერმანულ კულტურას, გაცვლით პროგრამებს, ევროპის სოლიდარობის კორპუსს და ევროპაში მოხალისეობის შესაძლებლობებს, ასევე, დააგემოვნებთ ქართულ-გერმანულ სამზარეულოს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
ღონისძიება გორის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სოციალური კაფე „სფეისის“, საზოგადოება „ბილიკის“ და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის პარტნიორობით იმართება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს