

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახალხო დიპლომატიის ოფიცერი სარა კრეიგელი, გორის კულტურის სააგენტოს ხელმძღვანელებს და საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა.
სარა კრეიგელმა, ამერიკული სივრცეების კურატორებთან ერთად, შეხვედრაზე მოსწავლე-ახალგაზრდების ინტერესებზე, საჭიროებებზე ისაუბრა და სამომავლო გეგმები განიხილა.
საშობაო ტრადიციებთან დაკავშირებით, უფროსკლასელებთან პრეზენტაციაც მოეწყო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
საელჩოს წარმომადგენელმა ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბის მოსწავლეებს სერტიფიკატები და საშობაო საჩუქრები გადასცა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი