

ამ წუთებში, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 8 საკითხის, მათ შორის: „გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის და „გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა.
სხდომას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესწრება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს