

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის საჯარო სკოლას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წინასაახალწლოდ საჩუქრები გადასცა.
ბურთები და სპორტული მაისურები საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პროგრამა - ღია სახალისო ფეხბურთის ხელმძღვანელმა გადასცა.
მამუკა კვარაცხელია, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობაშიც ჩაერთო.
„წინასაახალწლოდ სკოლამ და ბავშვებმა კარგი საჩუქარი მივიღეთ. სპორტის გაკვეთილები მეტად სახალისო იქნება. უღრმესი მადლობა ბატონ მამუკას და სპორტის ფედერაციას“, - აღნიშნეს სკოლაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს