

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლაში 27 დეკემბერს საშობაო გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებაზე მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთები გამოიფინება. რეალიზაციიდან შესული თანხით კი სხვადასხვა შეჭირვებულ ოჯახს დაეხმარებიან.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა სკოლის მოსწავლეების, მათი მშობლების და პედაგოგების ორგანიზებით ჩატარდება.
აქტივობა 13:00 საათზე დაიწყება.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი