

შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლას ჩოგბურთის მაგიდა გადასცა.
როგორც „გორის მაცნესთან“ ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ღამბაშიძემ აღნიშნა, აქტივობის მიზანს სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება წარმოადგენს.
„მიმდინარე წელს სპორტული ინვენტარი ექვს სკოლას გადავეცით. მსგავსი სახის აქტივობების გამართვას ფედერაცია მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გეგმავს. ჩვენი მიზანია, რომ მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს სპორტით“, - აღნიშნა დავით ღამბაშიძემ.
ცნობისთვის, 2023 წელს სპორტული ინვენტარი მერეთის, ვარიანის, ქერეს, არბოს და საქაშეთის საჯარო სკოლასაც გადაეცა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს