

გორის ცენტრალურ მოედანზე, დღეს, 28 დეკემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
მთავარი ნაძვის ხის მიმდებარედ, ქალაქის ცენტრში ღონისძიებისთვის მზადება დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.
„გორელების სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად გაიმართება საშობაო ბაზრობა, იქნებიან კოსტიუმირებული გმირები, დაუკრავს ორკესტრი, მობრძანდება თოვლის ბაბუა, დაგეგმილია მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამა. ღონისძიებას ღამის შოუს ბენდის კონცერტი დაასრულებს. გეპატიჟებით ყველას, მობრძანდით, ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის დღეები“, - აცხადებენ გორის მერიაში.
ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს