

კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრში გორის საჯარო სკოლების ტურისტულ კლუბებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.
კლუბის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას 2023 წელს განხორციელებული აქტივობები გააცნეს.
სააგენტოს ხელმძღვანელებმა მონაწილეებს მადლობის სიგელები გადასცეს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს