

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში ტრადიციული საშობაო ბაზრობა გაიმართა.
ღონისძიებაზე ხელნაკეთი ნივთები და საკონდიტრო ნაწარმი გამოიფინა.
საშობაო ბაზრობაზე გამოტანილი თითოეული ნივთი და პროდუქცია სიმბოლურ ფასად გაიყიდა. რეალიზაციიდან შესული თანხით კი (მეპატრონის სურვილის მიხედვით) ეპარქიაში არსებულ წმინდა იოანე მოწყალეს სათნოების სახლს და ხანდაზმულთა დღის ცენტრს საშობაოდ დაეხმარებიან.
საქველმოქმედო აქტივობა გორისა და ატენის ეპარქიის მღვდელმთავრის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის და გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების თანამშრომლობით გაიმართა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს