

14-დან 19-წლამდე ახალგაზრდებს, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსთან არსებული ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსებს სთავაზობს.
პროექტი მოხალისე მასწავლებლების მიერ შემუშავებულ კომბინირებულ სასწავლო პროგრამას გულისხმობს და სასწავლო პროცესში, სახალისო ვორკშოპების გამართვას ითვალისწინებს. გაკვეთილებს იტალიელი მოხალისეები თარჯიმანის დახმარებით ჩაატარებენ.
ჯგუფი 25 მოსწავლისაგან დაკომპლექტდება, რეგისტრაციის ვადად კი 27 თებერვლიდან 3 მარტამდე პერიოდი განისაზღვრა. სწავლა უფასოა და 4 მარტს დაიწყება.
პროექტში ჩართვის მსურველებმა, რეგისტრაციისთვის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრს უნდა მიმართონ შემდეგ მისამართზე: სუხიშვილის ქუჩა #20, ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 27-76-65
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს