

სოციალური სტატუსის მქონე ბავშვები გორის თეატრის საახალწლო სპექტაკლს - „კონკიას“ დაესწრნენ.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნავენ, გორის მერიამ ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს სხვადასხვა საახალწლო ღონისძიება შესთავაზა.
„პატარა მაყურებლებისთვის, გაიმართა საახალწლო წარმოდგენა - „საახალწლო სურვილებით საზღაპრეთში“, სადაც ბავშვები ტკბილეულით დასაჩუქრდნენ. სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და ტკბილეულის დასარიგებლად საახალწლოდ მორთულმა მანქანამ გასართობ ცენტრ„დისნეის“ ზღაპრის გმირებთან ერთად მუნიციპალიტეტის სოფლები და გორის ქუჩები შემოიარა.
„დისნეის“ ზღაპრის გმირები, საახალწლო პროგრამით, ასევე, საზოგადოება „ბილიკის“ და „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ პატარა ბენეფიციარებსაც სტუმრობდნენ“, - აღნიშნეს გორის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს