

ოკუპირებულ სოხუმში, ხელოვნების გალერეის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად გალერეაში დაცული 4000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა.
ოკუპირებული აფხაზეთიე ე.წ. კულტურის მინისტრის ინფორმაციით, გალერეაში ინახებოდა აფხაზ ხელოვანთა „ოქროს ფონდი“.
დინარა სმირნის ინფორმაციით, ნამუშევრების დიდი ნაწილი ხანძრის შედეგად დაიწვა, ნაწილი კი ცეცხლის ქრობის პროცესში წყლის ჭავლით განადგურდა.
შემთხვევის ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც იმყოფებოდა, რომელმაც ე.წ. გენერალურ პროკურატურას ხანძრის გამომწვევი მიზეზების უმოკლეს დროში დადგენა დაავალა.
სოხუმის ხელოვნების გალერეაში გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაციას როგორც Apsnypress-ი ავრცელებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს