

გორში, ცხინვალის გზატკეცილზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით მოეწყობა - შადრევანი, სკამები, ფანჩატური, გარეგანათება, ბილიკები დეკორატიული ფილებით, დაიდგმება ნაგვის ურნები და დამონტაჟდება ატრაქციონები.
„პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით ხორცილდება.
პროგრამა საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. მოქალაქეები თვითონ წყვეტენ, რაში უნდა დაიხარჯოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი ადმინისტრაციული ერთეულისთვის გამოყოფილი თანხა. პროგრამის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა“, - აცხადებენ გორის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს