

გორის მუნიციპალიტეტის მერია, 2024 წელს პირველად, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის სოციალურ პროგრამას ახორციელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სიახლე აღნიშნული დიაგნოზის მქონე პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანადაფინანსებას გულისხმობს.
დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებს.
პროგრამით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ გორის მერიაში.
რაც შეეხება თანადაფინანსების ოდენობას, 2000 ლარია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს