

გორში, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელობის სკვერში გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღადგინა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ინვენტარი რამდენიმე დღის წინ, უცნობმა პირებმა დაწვეს და დაამტვრიეს.
კეთილმოწყობის სამსახურის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ ქალაქის იერსახეს.
„უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელობის სკვერში არსებული ინვენტარი რამდენიმე დღის წინ, უცნობმა პირებმა დაწვეს და დაამტვრიეს. გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია. გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს