

გორში შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის საქმიანობის 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას გასულ წელს განხორციელებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია „საზოგადოება ბილიკის“ ასოციაციის თავმჯდომარემ მარიკა მღებრიშვილმა და შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის კოორდინატორმა ლია გორელიშვილმა წარუდგინეს.
შეხვედრის ფარგლებში მოეწყო ახალგაზრდული საბჭოს საქმიანობის პრეზენტაცია და კონკურსის „დემოკრატია იწყება სკოლიდან“ გამარჯვებულის დაჯილდოება.
ღონისძიება ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის (2021-2025) “ ფარგლებში განხორციელდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს