

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გიდების სკოლის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ღონისძიებას სააგენტოს ხელმძღვანელები, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და პრაქტიკოსი გიდები ესწრებოდნენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შერჩეული მოსწავლეები მიმდინარე წლის განმავლობაში გორის შესახებ ისტორიულ მოვლენებს და ფაქტებს გაეცნობიან. გარდა ამისა, გიდის საქმიანობის სპეციფიკას შეისწავლიან.
„გიდების სკოლა არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით მონაწილეების საკომუნიკაციო, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების კომპეტენციების განვითარებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია გორის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს