

მიმდინარე წლის პირველი მარტიდან, მომხმარებლებს სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ მიუვათ, - აღნიშნულ ცვლილებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს.
ახალი რეგულაციის მიხედვით, სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე მიცემული თანხმობის უარყოფა პირს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია. მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება.
კომპანია მაგთიკომმა უკვე აცნობა მომხმარებლებს, რომ იცვლება სარეკლამო შეთავაზებების მიღების წესები და მომხმარებელმა თავად უნდა დააფიქსიროს არის თუ არა თანახმა, მისი მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავდეს.
ამასთან, 1-ელი მარტიდან მაგთიკომში დაინიშნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი და მომხმარებლებს შეეძლებათ მას მიმართონ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს