

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა დამატებითი რეგისტრაცია და მობილობის პროცესი ორშაბათიდან, 5 თებერვლიდან დაიწყება და 9 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
როგორც „გორის მაცნეს“ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს, რეგისტრაციის გასავლელად აღსაზრდელთა მშობლებმა/მეურვეებმა შესაბამისი განაცხადით სააგენტოს (სტალინის 16) უნდა მიმართონ.
საბავშვო ბაღში ჩარიცხვა იმ აღსაზრდელებს შეეძლებათ, ვისაც 2 წელი უკვე შეუსრულდა. რაც შეეხება მობილობას, სასურველ სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლას აღსაზრდელები თავისუფალი ადგილის არსებობის შემთხვევაში შეძლებენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს