

გორის მუნიციპალიტეტის მერია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან“ თანამშრომლობით პროექტებს ახორციელებს.
უწყება ცენტრის ბენეფიციარებს ტიხრული მინანქრის შემსწავლელ და მოტორიკის განმავითარებელ კურსებს უფინანსებს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, პროგრამების განხორციელების მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია, დასაქმების ხელშეწყობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ინიციატივები გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს