

GMnews-ის ინფორმაციით, დღეს, დღის მეორე ნახევარში, ვირუსული ინფექციის სიმპტომებით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორიდან თბილისში ერთი პაციენტი გადაიყვანა. წყაროს ინფორმაციით, 25 წლამდე ასაკის ქალმა თავი შეუძლოდ დღეს დილით იგრძნო. იგი იტალიაში იმყოფებოდა ხანმოკლე მოგზაურობაში, საიდანაც რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.
გორის მუნიციპალიტეტიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტის დიაგნოზი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს