

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ თედოწმინდიდან საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ნიქოზამდე გარეგანათების სისტემა მოეწყობა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გარეგანათების სისტემა 14 კილომეტრამდე მონაკვეთზე დამონტაჟდება და თედოწმინდიდან ნიქოზამდე არსებულ სოფლებსაც მოიცავს.
„პროექტი მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც გარეგანათების სისტემა დღემდე არ ყოფილა, 370 ბოძი და 700 სანათი დამონტაჟდება. რაც შეეხება სამუშაოების სავარაუდო ღირებულებას, 960 345 ლარია“, - აცხადებენ გორის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს