

გორმა კალათბურთის პირველ რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა.
შეხვედრას, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და საქართველოს რეგიონული ფედერაციების პრეზიდენტები ესწრებოდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, კონფერენციაზე რეგიონებში კალათბურთის განვითარებაზე, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობაზე, რეგიონული ტურნირების ჩატარებაზე და საკალათბურთო დარბაზების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრის მიზანს ფედერაციების ხელმძღვანელი პირების მჭიდრო კომუნიკაცია და სამომავლო გეგმების გაზიარება წარმოადგენდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს