

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მეთოდოლოგიური დარგის სპეციალისტების ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საგანმანათლებლო ხასიათის სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ღონისძიება მიზნად საბავშვო ბაღების აღმზრდელებს შორის ცოდნის და გამოცდილების გაზიარების პრაქტიკის დანერგვას ისახავს.
„ინიციატივის ფარგლებში, გორის მეოთხე ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის, გარეჯვრის და ქიწნისის მეურნეობის საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს უმასპინძლეს და „ჰიგიენის“ თემაზე საჩვენებელი აქტივობა ჩაატარეს.
აღნიშნული პრაქტიკით აღმზრდელ-პედაგოგებს საშუალება ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, რომელიც მოიცავს თანამედროვე სტანდარტების მიხედვით განმავითარებელი აქტივობების ჩატარებას“, - აცხადებენ სააგენტოში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს