

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე წმინდაწყლის დასახლებაში იმყოფებოდა.
დავით რაზმაძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად, ტრანსპორტის მოძრაობის განტვირთვის მიზნით, გვერდწითელის ქუჩის გაგრძელებაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მოწყობა ხორციელდება. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის, ტროტუარების და საგზაო მოძრაობის ნიშნების მოწყობა.
204 მეტრი გზის მშენებლობაზე 803 057 ლარი დაიხარჯება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს