

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გზის საფუძვლის და სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლებთან ერთად, ბერბუკში იმყოფებოდა და გზის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
„პროექტის მიხედვით, 790 მეტრ გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა.
პროექტის ღირებულება 575 337 ლარია და რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდის და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს