

მარტის კვირეულის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, საბჭოს წევრებთან ერთად, იოანე მოწყალის სახელობის სათნოების სახლს ეწვია და ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა.
გენდერული საბჭოს წევრების ინიციატივით, ასევე, შედგა შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალ მეწარმეებსა და ახალგაზრდებს შორის.
ღონისძიებაზე მცირე მეწარმეება: ნათელა ქელეხსაევამ, ნონა კაჭკაჭიშვილმა, ელზა მზარეულიშვილმა, სოფიო ტუაევამ, ქეთი წკრიალაშვილმა, ელიზა ოქროპირიძემ, ლანა თვალიაშვილმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და როგორც მეწარმე ქალებმა აღნიშნეს, ბიზნეს სფეროში წარმატება განათლების, მუდმივი შრომის, ბარიერების და გამოწვევების გარეშე არ მიიღწევა.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს